კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
სამშაბათი, 28 ივლისი 2026 04:08

 

 

 

ნეტა ასეთი რა ცოდვა გაძევს, -

ვფიქრობ და ცრემლი ღაწვზე დამადნა,

ვერ შეგისრულებ, მეფეო, ანდერძს,

ვერა, შენს გულზე ფეხს ვერ დავადგამ.


საუკუნეებს სძინავთ ამ ლოდთან,

ზარები რეკენ სადარდიანოდ,

ქარს გაუშლია თმები და მოთქვამს,

მე გულზე როგორ გადაგიარო.


დაიღვენთება ფიქრები სანთლად,

ვით შორეული ნიამორები,

მკლავებგაშლილი ჩავბღავლებ საფლავს

და მუხლმოყრილი ვეამბორები.


აბა, ასეთი რა ცოდვა გქონდა,

ცაში ღვთისმშობლის ძუძუნაწოვარს,

ამ ლოდქვეშ შენი სიცოცხლე ბორგავს,

დაუხარჯავი შენი კაცობა.


დაესიზმრებათ ფრესკებს ამაღამ

სულში ჩამჭკნარი თეთრი ყვავილი;

ვერა, შენს გულზე ფეხს ვერ დავადგამ,

ვერა, შენს მკერდზე ვერ გადავივლი.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen