კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 26 ნოემბერი 2026 01:10

 

გადამითარგმნეთ, ცხელი გული გადამითარგმნეთ,

ატატებული გრძნობა თარგმნოთ, იქნებ, ჩინურად,

გადამითარგმნეთ უნაზესი სულის სიმძაფრე

ან ქართული ცის ცისარტყელა თარგმნეთ ფინურად!


გადამითარგმნეთ, გთხოვთ, მთაწმინდა გადამითარგმნეთ,

გადამითარგმნეთ ბერმუხა და ცეცხლის ღადარი,

გადამითარგმნეთ უფლისციხე, შემდეგ ვარძია,

უცხო პალიტრით მომიხატეთ ფრესკა თამარის.


გადამითარგმნეთ დიდოსტატის დიდი მარჯვენა,

სვეტიცხოველში ცხელი გულის თარგმნეთ საფლავი,

გადამითარგმნეთ, როგორ იცავს მიწას მადლიანს,

გალაკტიონის იისფერი თოვლის საბანი...


გადამითარგმნეთ "კაკალ გულში", გადამითარგმნეთ,

გადამითარგმნეთ "გენაცვალე", თუნდაც, "გეთაყვა",

დედაენაში აკინძული ჩვენი ფოლკლორი,

მითებითა და ლეგენდებით სავსე ქვეყანა.


გადამითარგმნეთ, ქარაფები გადამითარგმნეთ,

მერე მათთვისაც გამოძებნოთ ახსნა, ეგების, -

თუ რად წამოსცდა მოყმის დედას სიტყვა სამძიმრად,

დაე, იცოდნენ, სისხლით სისხლს რომ არ მიეგების!..


გადამითარგმნეთ, უფლის მადლი გადამითარგმნეთ,

ტატოს მერანი შეხე, როგორ მიჰქრის ზღაპრულად,

გადამითარგმნეთ, საქართველო გადამითარგმნეთ,

ვით ათრთოლდები, თუ არ ითქვა იგი ქართულად!..


გადამითარგმნეთ, მწუხრის ჟამი გადამითარგმნეთ,

გადათარგმნილი ჩემი გრძნობა როგორ გაკადროთ?!

რა ვქნა, მიყვარხართ თუკი მხოლოდ, მხოლოდ ქართულად...

ამ ცისქვეშეთში ჩემი ზეცა რომ არ დავკარგო!.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen