კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 25 ნოემბერი 2026 16:50

 

 

 

გამოვიცნოთ, პატარებო,

სულ არ არი ძნელი!

რომ ყველა დღეს წელიწადში

სჯობს - ახალი წელი!


როცა ყველას გვიხარია,

და უკეთესს ველით,

თოვლის პაპაც წაიკითხავს 

ჩვენს მიწერილ წერილს.


საჩუქრებს და ლამაზ წიგნებს

ტკბილეულს და  ნუგბარს

ყველას, ყველას დაურიგებს

ვისაც ეს დღე უყვარს!


კიდევ ერთი  დღეა დიდი,

არ სჭირდება ბჭობა,

ყველას უყვარს და ახარებს

შობა! ქრისტეშობა!


ეს დღეც სავსე იმედებით, 

სიყვარულით სავსე.

აბა, მითხარ, ალილოზე 

ხონჩას ვისთვის ვავსებთ?


მათთვის, ვინც  ჩვენ დახმარებას

და წყალობას ელის.

ვინც მარტოა, გავახაროთ

საშობაო ძღვენით.


კიდევ არის დღე ლამაზი,

მოგირთავენ დიდ ტორტს!

რა იქნება წელიწადში 

ეს დღე  ბევრჯერ იყოს!


საჩუქრებით, სიხარულით,

გული ყელამდეა!

ყველა ვმღერითთ მხიარულად

"დაბადების დღეა“!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მარიამ წიკლაური  • • •   მარიამ წიკლაურის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen