კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 25 ნოემბერი 2026 21:57

 

სძოვენ მინდორში ჭრელი ხბორები,

მზეა და დილის ნამი ციალებს, 

ნიავში ნაწნავს შლიან წნორები, 

ტოროლა სადღაც მზესთან წკრიალებს.


ტკბილად დაბზუის ფუტკარი ველად, 

თითქოს ჰაერსაც თაფლი ასხურეს, 

ვეებერთელა თეთრი პეპელა 

ყვავილზე ზის და ფრთებს აფახულებს.


მღერის მდინარე. გრილი ტალღები 

სრიალ-სრიალით ლოდებს ლოკავენ 

არ ურევია წვეთი ნაღველიც 

ამ მოძახილის ლაღ კილოკავებს.


გაზაფხულია! ცა მიწას ეტრფის, 

ჟინმორეული მიწა ცას უმზერს 

მაღალი მთების ქათქათა მკერდით 

ხმობს ზეცას ტრფობის დღესასწაულზე.


გაზაფხულია! შეასწარ თვალი,

ზვარეს ტყემლები როგორ ანათებს - 

სიყვარულით და სიცოცხლით მთვრალმა 

გული გაუხსენ ამ სიხალვათეს!


გაზაფხულია! მარადიულად

ვით განახლდება სიცარიელე?

წრეა და წრეში ბრუნავს წრიულად 

სამყაროს ვნება და სიჯეელე!

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen