კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 25 ნოემბერი 2026 16:50

 

სიყრმის მოგონებებს ჭირხლი შეერია...

დროის შემოდგომას ვუმზერ დაზაფრული...

- გული სიჭაბუკეს რად ვერ შეელია?...

ჩემი სარკმლის მიღმა მღერის გაზაფხული...


ისევ აბრიალდნენ მზეზე აპრილები...

ისევ მომატარეს ფეხით კიდით-კიდე.. 

ფიქრის ქარავნების მომსდევს არილები...

- უკვირთ... - კვლავ ბავშვივით, რატომ გავეკიდე...


სტვენით თავს მევლება მოლაღურთა მარში...

მზერით მივეფერე ფერით ნაირგულებს...

ნატვრები ავკინძე სურვილების ქარში...

მძივად შევაბნიე წელთა თაიგულებს...


წლების ხსენებაზე სევდა მომერია...

ვერც მე დავიკვეხნი თავის დამეტებით...

სადღაც იმედების ზაფხულს, რომ ელიან...

სადღაც, ამ იმედებს ათოვს გამეტებით...


სიყრმის მოგონებებს ჭირხლი შეერია...

დროის შემოდგომას ვუმზერ დაზაფრული...

- გული სიჭაბუკეს, რად ვერ შეელია?..

ჩემი სარკმლის მიღმა მღერის გაზაფხული!..

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen