|
გაზაფხულია... სულს არა ჰზრავს ყორნის ჩხავილი, მიწის ხავერდზე კეკლუცობენ ვარდნი, იანი. გაზაფხულია... და მეც გულში მიზის ყვავილი, ნაზი ვით ლოცვა, ვით ვენერა ხუჭუჭ-თმიანი.
მწვანეთ შრიალში მესმის რაღაც ხმა იდუმალი: სიყვარულისა ამბებს მღერის მეზღაპრე დროთა, და წინ მიდგება საუკუნეთ შვენება - ქალი...
იდუმალების მუქ უფსკრულში იკარგვის ისა; ზეშთაგონებით ანათრთოლი დუმდება ენა, მიწას ვშორდები, მავიწყდება ოცნება ცისა.
მაშინ თვით აზრი გაჰქრებოდა აღსასრულისა, მაგრამ სიცრუით აღვსილია ყოფნის ფიალი, და თვით სიცოცხლე: - ზღაპარია სიყვარულისა! |


