|
მოვიდა გაზაფხული, ჩაიცვა თეთრი აბრეშუმის კაბა, თავზე წაიკრა ცის ლურჯი ხილაბანდი, წაჰყო ფეხები მწვანე ქოშებში, დადის მზის ქოლგით აღმა-დაღმა და ესალმება გამვლელ-გამომვლელს...
ნიშნად განახლებული სიყვარულისა მე შენთან მომაქვს აყვავებული ატმის ტოტი, მზის სხივებით და მერცხლების ჭიკჭიკით დახუნძლული. |


