|
შემოდგომის ქარი მღერის ძილისპირულ ნანინებს, ხმელი ფოთლის ლოგინს აგებს და ცხოველებს აძინებს.
გველებსა და ბაყაყებს. ზღაპრებს ეტყვის, დააძინებს, ბაღ-ვენახს მიალაგებს.
პეპლები და მწერებიც იძინებენ, დაბანილი აქვთ პირიც და ხელებიც.
სიჩუმე ცას მისწვდება. ბოლოს დედა-შემოდგომაც თეთრ ჰამაკში მიწვება და ტკბილ ძილში ტკბილ სიზმრებად ზამთარი დაიწყება. |


