კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ორშაბათი, 23 ნოემბერი 2026 16:53

 

კვლავ შეგვახსენა შემოდგომამ ძველი სარჩელი

და ქარმაც, - რაკი წესად ჰქონდა ფოთლის დაცვენა, -

გვერდზე გადადო პაექრობა და დემარშები

და გარდასახვის ხელოვნება ისევ გვაჩვენა.


ან კი რა ჰქონდა საჭოჭმანო და გასარჩევი:

გვიმრა, ძეძვი და გაცრეცილი ბაბუაწვერა

მინდვრებს მიანდო შესაქცევად, - სხვა დანარჩენი

ერთად შეკრა და ჩაილურის წყალში ჩაწველა.


როგორ გაგვირბის დრო და ჟამი, როგორ გვეცლება

ფრთონვა და ქროლვა, აღმაფრენა და გაბეზრება;

და წყალიც როგორ შეგვაგონებს, რაც წყლის წესია,


და ბავშვიც, ბავშვიც - მდინარესთან როგორ ტატანებს

და ერთად იკრებს გულსაკლავი ეს პროცესია

შობის და კვდომის მისტერიებს და სულთათანებს...

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen