კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 27 ნოემბერი 2026 17:33

 

გაფრინდნენ ჩემი კაბიდან 

ფრთებმოხატული პეპლები, 

მიჰყვნენ ჩიტები სწრაფი და 

ჭრიჭინობლები ეტლებით.


დღეც კაბასავით დამოკლდა, 

ერთ დღეში ვეღარ ვეტევით. 

მზეს ერთი წუთით თვალს მოჰკრავ 

და მერე გარბის ფეთებით.


გაფრინდნენ ჩემი კაბიდან 

ფრთებმოხატული პეპლები

რა გინდა, გულო, რა გინდა?

საგულეში ვერ ეტევი?


ზაფხულო ჩემო, ხარხარა,

საითკენ მიერეკები? 

ვარდმა ფურცელი დაყარა 

და გამოუჩნდა ეკლები.


სიცივისაგან კანკალით

ერთურთს ეკვრიან სახლები.. 

ზამთარი მოდის, ზამთარი. 

მოვა და - მეც აქ დავხვდები!


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - დალილა ბედიანიძე  • • •   დალილა ბედიანიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen