კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 27 ნოემბერი 2026 17:43

 

თოვლი მოვიდა. ქალაქზე უცებ 

თეთრმა ღიმილმა გადაიარა,

ფიფქები ისე ედება ქუჩებს, 

როგორც მალამო ტკივილს, იარას... 

თოვლი მოვიდა. ქალაქზე უცებ 

თეთრმა ღიმილმა გადაიარა.


გარინდებულან თოვლქვეშ ნაძვები, 

თეთრი რტოები მძიმედ ეხრებათ, 

ღუნღულა ქულებს დაბლა დაცვენილს 

თავს ვუშვერ. თოვლი თავზე მეყრება.

გარინდებულან თოვლქვეშ ნაძვები, 

თეთრი რტოები მძიმედ ეხრებათ.


ახლა ღამეა, ხვალე ქალაქი

ამ სისპეტაკეს ფეხით დალახავს, 

აიზილება თოვლში ტალახი 

და მოიქცევა თოვლი ტალახად, 

ახლა ღამეა, ხვალე ქალაქი

ამ სისპეტაკეს ფეხით დალახავს.


მივყვები ქუჩას თეთრად დაფერილს

და მტკივა გული, რომ აქ არა ხარ...

დაკეცილია ძველი აფრები

მე მარტო ვივლი თოვლში ამაღამ,

რომ უფრო მწარედ და გამძაფრებით

მომწყურდეს შენი თოვლში დანახვა.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen