კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 27 ნოემბერი 2026 19:01

 

შეშა მოტანილია

თივა დაზვინულია,

ბაღი დაკრეფილია,

ჩირი დაჩირულია.


ჩიტი გაფრენილია,

მდელო გაძოვილია,

ზეცა გაცრეცილია,

მიწა გაძარცულია.


ყველაფერი მზად არის,

რომ მოვიდეს ზამთარი.


დაზაფრული, დამცხრალი,

იკვამლება ცის თაღი.

არც ჭიკჭიკებს მერცხალი,

არც გუგული იძახის.


მთებმა გადმოაფინა

სისპეტაკე ჭაღარის.

გაღმა ყვავი დაფრინავს -

ზამთრის შავი მაყარი.


ყავლი უკვე გავიდა, 

წავიდა წასასვლელი,

აღარ გაიამინდებს,

ჩაინავლა სანთელი.


უცხო რამ სახილველი

გულს არ მოეჩქროლება.

ზამთრის თეთრი ფრინველის

ველი ჩამოქროლებას.


რომ ავრიო გზა-კვალი

შარშანდელი ცოდვების -

ბაღში ჩამონაყარი

იწვის ხმელი ფოთლები.


კვამლი კვალი არ არის,

უერთდება უხილავს,

მაგრამ რჩება ნაცარი

გაუნელებ წუხილად...


მოჩანს ჩამოთოვლილი

მწვერვალები ზმანებად...

როგორც საშველს მოველი

ზამთრის შემობრძანებას.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen