კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 26 ნოემბერი 2026 15:23

 

 

მამაჩემის იერით,

მამაჩემის სახით,

კაი კაცის კაცობა,

შუბლზე ძარღვად დამდის...


ჩემს მაჯებში ჩქეფს და

ვგრძნობ ძარღვებში ტოკავს,

ადათი და წესი -

მამაჩემს რომ მოჰგავს...


მის ნაჯაფარ ხელზე,

ფესვს იმაგრებს ყანა,

და მეც ბედნიერი -

მისი მადლით დავალ…


სულ ღიღინით უვლის,

ერთ ძველ ქვევრში ღვინოს,

ღვთისგან მხოლოდ შვებას და

სიყვარულს ითხოვს…


დადის - დააქვს დარდი,

უთქმელიც და მეტიც,

მამას ახსოვს ყველა -

მოკეთეც და მტერიც...


უცნაურად იწყენს,

ვერ ვშველიო ურემს -

”არ ვიცნობდი ბიჭო,

მე დედაშენს თურმე"...


უცნაურად მეტყვის,

სულ ჩურჩულით, წყნარად,

წითელ ღვინოს მოსვამს,

საშველად და წამლად...


და ჭაღარა თმებში,

შეაცურებს თითებს,

ღმერთო - კაცის გული,

რამდენ სევდას იტევს...


მამაჩემის სახით,

მამაჩემის მზერით,

აღმა-დაღმა დავალ,

სულს ვმკურნალობ წერით...


ვგრძნობ ძარღვებში ჰყეფს და

ვგრძნობ ძარღვებში ტოკავს,

მამაჩემის სისხლი -

მოწყენა და ოხვრაც...


დღეგრძელი ვარ - რომ მყავს,

ბედნიერი - რომ მგავს,

ჩემისთანა მამა - არსად,

არვის არ ჰყავს...


უცნაურად ვწერ და

უცნაურად ვღელავ,

მამაჩემზე ფიქრებს,

მორიდებით ვკერავ...


ღმერთს ვთხოვ - დიდხანს იყოს,

ღიღინებდეს მთვრალი,

მუდამ ქონდეს სხვისი -

სიყვარულის თავი...

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen