|
მენატრება მამაჩემი, გზაც მოკლდება მამისაკენ, როგორც გულს და როგორც თვალებს, ვუფრთხილდები მამის სახელს.
საბას იგავ-არაკებით, არასოდეს უცხოვრია დალხენით და გალაღებით.
სიტყვას მისას ჰქონდა წონა, სძულდა მშიშარა და ფლიდი, სძულდა მლიქვნელი და მონა.
ომმა გამოსტაცა შიში, სტალინგრადთან სტალინივით ამაყობდა მამა ჯიშით.
კენისბერგში ითარეშა, გამარჯვება დაიმშვენა, დაფლეთილი ეპყრა დროშა.
გუმბათივით აზიდული, ბაყბაყდევისძალა ჰქონდა და კეთილი ბავშვის გული. |


