|
უცნობი კაცი შემომხვდა გზაზე, მეგონა მამის მხრებით მელოდა. სახლში ჩემს ცრემლებს მოწყვეტილს ბზაზე, ვეღარაფერი ვეღარ შველოდა. ვიგრძენი როგორ ბერდება სული, სხვაში რომ ეძებს ნაცნობ სახეებს; ჩვენი ცხოვრება, ისედაც რთული, დროში დაკარგულ ძვირფას სახელებს ზეცაში აკრავს საფლავის ქვებად. სურს ვარსკვლავები ციდან აჰყაროს... თურმე არც მაშინ არ არის შვება, სხვის მზერაში რომ ეძებს სამყაროს. |


