კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 25 ნოემბერი 2026 18:22

 

(30 წელი გავიდა!)

 

უსაშველო გენის ფესვით

ვატყობ -

ვემსგავსები მამას,

მამის მონატრების ლექსი

გულის წამალივით დამაქვს....


ჩამოვბერტყავ ხსოვნის ხიდან,

ცრემლით - მიამიტი ბალღის,

რაც რომ -

გახსენებად ღირდა,

რაც რომ -

გახსენებად არ ღირს...


ხან დენდივით ბეჭს რომ ათლის,

ლუკმას ღვინოში რომ აწებს...

ლხინის ღმერთით,

სუფრის მადლით,

კაცი,

საძებარი სანთლით,

ბოლო ყანწით დევს რომ დასცემს!


ხან ლოთი, ან -

ლოთის გრიმით,

ამქრით - ლოთბაზარა ხალხით,

თოთხმეტკაპიკიან "პრიმით",

კათხა ლუდში ჩადგმულ არყით...


მაინც მუდამ

კაცურ ალმით,

სამახსოვროდ გულს რაც უღირს,

ქუდის მოხდით,

კაი სალმით,

კაი სიტყვით და პასუხით!


მაგარ ხელში - ხელი სუსტი,

მამის ღონე,

სითბოს გარდა,

პურის გამოცხობას ვუცდით -

ვდგავართ ორნი ფურნის კართან...


ახლა მარტო ვზივარ ქვაზე

გულში ჩაკირული ბოღმით,

მონატრების დღიურს ვავსებ

და პურივით ხსოვნას ვლოღნი...

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen