კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
კვირა, 27 სექტემბერი 2026 12:26

 

 

 

შენი პროფილით დავდივარ,

მოთმინება მაქვს შენი,

შენი სევდა და დარდი ვარ,

დარდსაც შენსავით ვშვენი.


ვიღიმი შენი ღიმილით,

თუ მეღიმება, მაშინ,

ო, რა უაზროდ მიაფრენს

წლებს წუთისოფლის რაში.


შენს დარგულ ვაზებს ვფურჩქნი და

შენსავით ვწურავ ღვინოს,

გლახაკს შესაწირს ვჩუქნი და...

მან მაინც იღიღინოს.


ამაყად დგახარ სურათში,

გვერდს გილამაზებს დედა,

შეგცქერით სიყვარულით და

შენში ჩემს სახეს ვხედავ.


დრომ სრულად შემომაცრიცა

ტანს სიხარულის კაბა,

ჟამი მწუხარე გაცლისა

ჩემს ფერხთით თვალებს ნაბავს.


შენი პირ-სახით დავდივარ,

შენს ნაფუძარზე ვდგავარ,

შენი ამაყი დარდი ვარ,

არ ვიმჩნევ, აქაც გგავარ...

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen