კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 26 ნოემბერი 2026 20:45

 

სახელდებითი ჰქვია უშემასმენლო წინადადებას, რომლის მთავარი წევრი (ქვემდებარე) გადმოცემულია სახელობით ბრუნვაში დასმული არსებითი სახელით ან სახელზმნით.

ასეთი წინადადებით სახელდება საგნები თუ მოვლენები, რომლებიც არის ახლა.

სახელდებითი წინადადება ჩვეულებრივ თხრობითია, იშვიათად - ძახილის, გაუვრცობელია ან გავრცობილი მიმყოლი სიტყვებით. მაგალითები:

უ დ ა ბ ნ ო.  ს ა ღ ა მ ო.  იწყება ქარიშხალი. ცა მოღუშულია (ლორთქ.).

ც ხ ე ლ ი  ღ ა მ ე.  სძინავს თბილისს (მ. მაჭ.).

ღ რ უ ბ ლ ე ბ ი!  გ ა ც რ ე ც ი ლ ი  ღ რ უ ბ ლ ე ბ ი!  ს ა ზ ი ზ ღ ა რ ი  ღ რ უ ბ ლ ე ბ ი! (ქუჩ.).

სახელდებითი წინადადება მეტწილად მხატვრულ ლიტერატურაშია გამოყენებული. მწერალი ასეთი წინადადებებით მოკლედ, ნათლად და მოხდენილად ხატავს ბუნების სურათებს, მოქმედების დროსა და ადგილს.


სავარჯიშო 1. წაიკითხეთ ნაწყვეტები გამომეტყველებით. გამოარკვიეთ, როგორი შედგენილობის სახელდებითი წინადადებებია. აღნიშნეთ, რა წევრებით არის გავრცობილი სახელდებითი წინადადების მთავარი სახელი.


1. ასწლოვანი ხეები. ნიგვზის ხუჭუჭი თავები; ალვის ხის ისრებად ნატყორცნი წვერები; სქელი, ზევით და ზევით შეწვრილებული, მოშრიალე ცაცხვები; თმააქოჩრილი კოპიტები; თავდაღუნული, მოწყენილი ვერხვები (ლორთქ.).

2. პარკი. ძველებური ჭიშკარი, ზედ სურო, ქვის კიბე. იქვე, ხელმარჯვნივ, დახავსებული ეკლესია, მოხუცებული ექსკურსიამძღოლი, თვალმოხუჭული დამსვენებლები. ქალებისა და კაცების ერთმანეთს ჩაჭიდებული ხელები. ეკლესიისა და ხეების კენწეროების მაღლა ზღაპრული სასახლეები (რ. ინან.).


სავარჯიშო 2. დაწერეთ მასწავლებლის მიერ დასახელებულ თემაზე პატარა თხზულება. შიგ გაურიეთ უქვემდებარო და სახელდებითი წინადადებები.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen