კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
სამშაბათი, 24 ნოემბერი 2026 18:18

 

ერთნაირ ბგერათაგან ზოგჯერ სიტყვაში ერთ-ერთი გადასხვაფერდება, ე. ი. სხვა ბგერად იქცევა. ამ მოვლენას  დ ი ს ი მ ი ლ ა ც ი ა  ანუ  გ ა ნ მ ს გ ა ვ ს ე ბ ა ეწოდება.

მაგალიტად: წინათ იყო  ლ ბ ი ლ ი, რომელშიც ორი ლ ბგერაა. ამათგან პირველი ლ გადასხვაფერდა, რ-დ იქცა და ამჟამად გვაქვს  რ ბ ი ლ ი.

დისიმილაცია ქართულში უფრო ხშირად რ ბგერას მოუდის: ორი რ სიტყვაში ვერ ძლებს და ერთ-ერთი, ჩვეუ-ლებრივ მეორე, ლ-დ გადაიქცევა. მაგ: გვაქვს -ურ ბოლოსართიანი სიტყვები: სვანური, ოსური, ინგლისური და სხვ. ასევე უნდა გვქონოდა სიტყვები: მეგრური, იმერური, გერმანური და სხვ, მაგრამ გვაქვს: მეგრული, იმერული, გერმანული, სადაც მეორე რ ყველგან ლ-დ არის შეცვლილი, ე. ი. დისიმილაციაა მომხდარი.

სავარჯიშო 1. წაიკითხეთ მაგალითები და აღნიშნეთ, დაყოფით დაბეჭდილ სიტყვებში რომელ ბგერას ეხება დისიმილაცია.

1. ქართული ← ქ ა რ თ უ რ ი

2. რაჭული ← რ ა ჭ უ რ ი

3. რუსული ← რ უ ს უ რ ი

4. ფრანგული ← ფ რ ა ნ გ უ რ ი

5. გამქრალი ← გ ა მ ქ რ ა რ ი

6. გამშრალი ← გ ა მ შ რ ა რ ი 

7. გამწყრალი ← გ ა მ წ ყ რ ა რ ი

სავარჯიშო 2. წაიკითხეთ მაგალითები და აღნიშნეთ, რომელ სიტყვაშია მომხდარი დისიმილაცია და რომელში - არა.

1. აფხაზური - ხევსურული;

2. შინაური - გარეული;

3. გორული - თბილისური;

4. ინგლისური - არაბული;

5. დამჭკნარი - გამწყრალი.

სავარჯიშო 3. ქვემოთ მოყვანილ სახელებს დაურთეთ -ურ ან -ულ (იმის მიხედვით, სიტყვა რომელს მოიხდენს) და გადაიწერეთ ცალ-ცალკე. აღნიშნეთ, -ურ რა შემთხვევაშია შეცვლილი -ულ-ად.

აჭარა. ლეჩხუმი. ოჯახი. გმირი. დათვი. მგელი. ამერიკა. ლონდონი. პარიზი. ხევსური. სვანი. კაცი. ქორი.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen