კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 26 ნოემბერი 2026 19:13

 

ჩემი ქალაქის ტკივილი მტკივა,

მისი ნაღველი მახრჩობს...

როგორც ჩემს ქალაქს მეც ისე მცივა

და მისი თოვლი მათოვს.


ჩემი ქალაქის ყინვაც კი მათბობს,

გულში ჩამიკრავს მტკვარი.

დილის საარის კვნესა დამათრობს

მომეფერება ქარი.


მე ჩემს ქალაქში დავიარები

და მის უბნებში ვმღერი.

მიყვარს იმისი ნაიარევიც,

მისი ქუჩების მტვერიც.


თბილისში როგორ გავითოშები

როგორც არ უნდა ქუხდეს.

ვერ მივატოვებ ჭადრის ტოტებში

ჩემს აშენებულ ბუდეს.


არ მინდა სითბო მე უცხო მხარის,

არც ოქრო-ვერცხლი მინდა.

მათბობდეს სხივი მთაწმინდის მთვარის,

ჩემი ქალაქის ციდან.


ბოლო ჭიქას ვსვამ იქნებ ვინ იცის,

ერთი სიმღერის ფასად..

მე ბეღურა ვარ ჩემი თბილისის,

არ გავფრინდები არსად!..

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen