კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 26 ნოემბერი 2026 19:15

 

წუხელის სიზმრად ათოვდა თბილისს...

ღამის ბოჰემას ეჭირა ზეცა...

ქართლის დედას და ზეგანებს ივრის

თამარ დედოფლის ქათიბი  ეცვა...


ცისკრის ნათება თითქოს იპკურეს...

ფერთა გამებმა მოიცვა არე...

და აივნების ნაძერწ რიკულებს...

ანდამატივით ეკიდა მთვარე...


დრო მარადიულ სივრცეში ჰფრენდა...

"ტრიუმფალური" მისდევდა მარში...

და "იისფერ თოვლს ხიდიდან ჰფენდა"...

გალაკტიონის მგზნებარე ხმაში...


"სამოთხის გვრიტებს"  დგამდა სცენაზე...

ვიცან, - გოდერძი იყო ჩოხელი...

სადღეგრძელოს კი ხმატკბილ ენაზე

გრძნობებს აქსოვდა ყარაჩოღელი...


ჩირაღდნის მტკვარი მოსჩანდა ლურჯი...

ტივს მოჰყვებოდა თარი და საზი...

მათ ჰანგს ლექსავდა იეთიმ გურჯი...

საიათნოვა და მუხამბაზი!...


ტატნობს უტევდა გლდანელი კულა...

ამ კაჟის მნახველს ბურძგლავდა ტანში...

და როგორც მჭედლის მხურვალე ქურა...

ისე მოსდევდა ორთქლი და ტაში!...


შუქი ტოვებდა სინათლის ალაგს...

სად ბოლო სიმი წყდებოდა თარზე...

და როგორც ზღაპრის ჯადოსნურ ქალაქს...

ვარსკვლავთა გვირგვინს ადგამდა თავზე!...


წუხელის სიზმრად ათოვდა თბილისს...

ღამის ბოჰემას ეჭირა ზეცა...

ქართლის დედას და ზეგანებს ივრის...

თამარ დედოფლის ქათიბი ეცვა!..

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen