კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 26 ნოემბერი 2026 20:13

 

ჩემი სარკმლიდან ვიწროდ ფენილ ქუჩებს  გავყურებ..

იზმორებიან დამტვერილი ფიქრის ფთილები...

მზე მძივად ისხამს მოციმციმე სხივთა სამყურებს...

და "მეიდანზე" ცოცხლდებიან ვოდევილები...


წამოწოლილან წარბაყრილი ხიდები მტკვარზე...

და წყლის ანარეკლს ეცეკვება თეთრი თოლია...

უკანასკნელი პატრუქივით ქანაობს ქარზე...

ძველი დიდების გაცრეცილი მელანქოლია...


ხის აივნები მიყრდნობიან ქვათა მყარ ჯიღებს...

შორით უჭვრეტენ ჭადრის ხეებს - ჩრდილად გაფენილს...

ძველ სარდაფიდან მეეზოვე  ცოცხს ზანტად იღებს...

და გზა-გზა დაგვით მიუყვება დაღლილ ქვაფენილს...


საჭეთა დოღი ყრუ შხუილით აფხიზლებს ქალაქს...

ყოველდღიურში ითქვიფება რუტინა ბაცი...

უბნის ბოლოში - მცირე ფართში... - ფუსფუსა დალაქს...

თმის შესაჭრელად ელოდება  ჩაფსკვნილი  კაცი...


ხალხთა სიჭრელე  ფოთლებივით აცვივა ქუჩებს...

ფრესკებს მოჰგვანან გორაკებზე ძველი სახლები...

როგორც ჩადრის ქვეშ  გამომწვევად მიმალულ ტუჩებს...

ისე ხიბლავენ ყოველ გამვლელს  ბაზრის დახლები...


მოშუადღევდა... - მე კი ისევ ქუჩებს გავყურებ...

ლაჟვარდს ცის თაღი სკიპტრასავით უპყრია ხელში...

თითქოს ახატავს მზე  ჩემს ქალაქს მბრწყინავ სამყურებს...

და მე მიტოვებს ხვალის იმედს - ოცნების ფერში!...

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen