კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 25 ნოემბერი 2026 00:21

 

ჯაჭვის ხიდი, ჩვენი ხიდი,

ჯაჭვი რაჭა-იმერეთის,

ზედ სიცოცხლე ცეკვით მიდის

ბალღობიდან - სიბერემდის.


მის ქვეშ ახლა მეტივეთა

მეტივური აღარ ისმის,

ნეტავ ლექსიც მეტი მეთქვა

მეტივეთა საკადრისი.


ამ ხიდიდან გავჩნდებოდი

ათი კაცის საფარავში,

რიონს ზურგზე ვახტებოდი,

როგორც ლურჯას ფაფარაშლილს.


წლები მდორედ არ წამსვლია

და ვერც ახლა გავხდი დინჯი.

წყალს ვტაცებდი აბაზიანს,

ვით მყვინთავი ზანგის ბიჭი.


ვიღაც მიხმობს, გადახტიო,

- წყალი როგორც გაკრთობს, კაცო!

გადახტიო, ყაჩაღ რიონს

რომ ბალღობაც გამოსტაცო.


ჯაჭვის ხიდი, ჩვენი ხიდი,

ჯაჭვი რაჭა-იმერეთის,

ზედ სიცოცხლე ცეკვით მიდის

ბალღობიდან - სიბერემდის.

 

ლექსები ქუთაისზე  • • •   პოეზია - ოთარ ჭელიძე  • • •    ოთარ ჭელიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen