კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 26 ნოემბერი 2026 05:22

 

სულხან მამისეიშვილს

 

თავისუფლება როს დასამარდა, 

წამოგვიხშირდა პურისჭამები, 

სუფრასთან, ბოლო თავშესაფართან, 

მხარიმხარ ჩასხდნენ ჩვენი მამები,

რამეთუ არსით, გარდა წარსულის,

არ დარჩენოდა სულს გასაქანი…

თუნდ ვეება და უკიდეგანო, 

საკანი მაინც არის საკანი.

აქ დრო არავის ახსენდებოდა, 

აქ სიტყვა იყო საქმე, ქებული, 

ტყვეობის ვადაც ასე დნებოდა, 

ქართველობისთვის დაწესებული.

ჟღარუნებდნენ ენებს მამები, 

მომავალს ჭვრეტდნენ დაიმედებით, 

იკრიბებოდნენ, 

სათქმელს ჩურჩულით ეპარებოდნენ, 

ხოლო დედები ფერიებივით 

არაფრისაგან აკოწიწებდნენ 

ზღაპრულ პურმარილს, 

როდესაც ლუკმა იყო დათვლილი 

და მაინც ღვთისა იყო სტუმარი, 

რომ კაცებისთვის თუნდ ერთი ყლუპი 

ეჩუქებინათ თავისუფლების…

და იცლებოდა ფისო-ყულაბა, 

რომელსაც ერქვა “ლაკის ტუფლები”.

ნუნუას მადლით ისევ ღვიოდა 

სული, ბორკილით განაწამები, 

დრო მიდიოდა, მამებთან ერთად 

სასჯელს იხდიდნენ სელის სკამები,

და როცა სუფრა დააპირებდა განმარტოებას 

თავის ნაღველთან, 

სკამზე შემდგარი მასპინძლის ლეკვი შეუბერავდა 

მიმქრალ ნაღვერდალს:

“- ვინა სთქვა, თითქოს პატარა იყოს 

ჩემი სამშობლო, დიდების ღირსი,

ქართლში ვინ ჰპოვა პატარა ციხე,

ვინ მოიგონა სიმცირე მისი…”

ღვიოდა სული, გულებს კი ხრავდა 

ავი დროების სუსხი მზაფრავი 

და იმედისკენ გაწელილ გზაზე 

ემატებოდა საფლავს საფლავი…

ნაბრძოლ-ნაგვემო თაობავ ჩემო, 

ჩემო ჭაღარა ლომების გუნდო, 

თავისუფლების რა იცის გემო, 

ვისაც არასდროს სდებია ხუნდი.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen