კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 25 ნოემბერი 2026 23:52

 

სძინავს ქუთაისს, პროსპექტით, შუკით,

მხრებზე მოუსხამს ღამის მანტია,

რატომ ანთია ღამეში შუქი,

ერთ ფანჯარაში, რატომ ანთია.


ლამპიონები ბჟუტავენ წყნარად,

მთვარეც არა ჩანს, ოქროსფერ ფატით...

იქნება ბავშვი გაუხდათ ავად

და მიაგებენ ბატონებს პატივს.


ღამით არა ჩანს ტკივილის დაღი,

ეს სულერთია, ჩემი თუ სხვისი,

იქნებ ელიან, ანთებულ ჭაღით,

ბედნიერებას, მოგონილს დღისით.


ქუჩებში ქარი ხელს აფათურებს

და უსირცხვილოდ იპარავს ფიქრებს,

იქნება დარჩათ ერთი ნათურა,

იქნებ და იქნებ,

იქნებ და იქნებ...


ჩამოეხსნება ღამეს ნიღბი

და ლექსი გათქვამს დილაადრიან,

რიონისპირზე, როგორც მიხაკი,

ხშირად ფანჯარა რატომ ანთია.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen