კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ორშაბათი, 23 ნოემბერი 2026 23:25

 

ვიდრე ქუხდა სამამულო ომი,

ძმებთან ერთად იდექ ტყვიის ცეცხლში.

თუმცა იყავ უშიშარი ლომი,

ბავშვის გული გედგა მაინც მკერდში.


საქართველოს მთებმა გითხრეს ნანა,

საგზლად წაგყვა სიყვარული მწველი,

შერჩენია დაობლებულ კალათს

ბურთი, როგორც განშორების ცრემლი.


ქუთაისის ცა ვარდებში იწვის,

ქუხს რიონის აქოჩრილი ტალღა,

თეთრ ხიდიდან ხტები კოხტა ბიჭი,

მაგრამ უკვე ვერ გასცურავ გაღმა.


დამსხვრეულა სიჭაბუკის ბროლი,

გაქცეულა წუთისოფლის ჩრდილი,

სამარეზე არ დაგტირის ცოლი

და არც დაგრჩა მონუგეშე შვილი.


მეგობრებმა მიგიხუტეს გულთან,

დაგაღვარეს ცრემლით სავსე თასი,

სიცოცხლეშიც მხარში გედგნენ მუდამ,

სიკვდილშიაც გაგაცოცხლეს ქვაში.


და გაჰყურებ სამაისო ქალაქს,

სადაც შენი სიჭაბუკე შფოთავს.

მოვდივართ და გესალმებით კვლავაც:

გამარჯობა, საყვარელო ოთარ!

 

ლექსები ქუთაისზე  • • •   პოეზია - ოთარ მამფორია  • • •   ოთარ მამფორიას პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen