კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 25 ნოემბერი 2026 23:37

 

ხარ ფალავანი და ბედაური. 

შენი ტალღების მიყვარს თარეში. 

შენი ნანინა, შენი ხმაური 

ჩამწვეთებოდეს თვით სამარეში!


სუსხიან სევდით დაუბურავი, 

მუდამ დამტკბარი იისფერ მთებით, 

აღტაცებული ვიყავ მცურავი. 

ვუერთდებოდი შენს ტალღებს ვნებით.


თავზე ტირიფის გვირგვინი მედგა 

და გავდიოდი გაღმა მხარულით. 

მე შევუტევდი შენს ტალღას მედგარს 

ახალგაზრდობით და სიხარულით!


ზევიდან ჩქერებს გამოვყვებოდი, 

მივცურაობდი ხიდ-ქვეშ სიმღერით. 

როგორც ისარი წყალზე ვდგებოდი, 

მთვრალი ანთებულ ძარღვების ბგერით.


როგორ მიყვარდა შენი ტივები, 

მათი შეხვედრა და მათი დევნა, 

ბრინჯაოს ტანზე წყალის მძივები. 

ღრმად ყვინთაობა და შენთან ხვევნა!


მახსოვს ბორანი ლაჟვარდის ფერი, 

ზედ გაშლილ ქოლგით უცნობი ქალი.

მემომეშხეფი სოველი მტვერი, 

სული სავსეა ტრფობით და წყალით!


პირველი გრძნობის. პირველი ფიქრის. 

მესაიდუმლე მუდამ იყავი.

ჩემი ოცნება ზღვისაკენ მიჰქრის. 

ვით შენი ტალღა შორს გამრიყავი!


მე ვსარგებლობდი შენი არევით,

თევზებს ვიჭერდი ჭიან ანკესით. 

შენ ყურს მიგდებდი მეგობარივით, -

როცა გითხარი პირველი ლექსი.


დაუშრეტელი მწვანე ველებით 

მხიბლავდენ შენი სანაპირონი. 

მოგქონდა დიდი საწნახელებით 

მღვრიე მაჭარი, ცის საფირონი.


მე იორდანე შენი მიყვარდა 

თეთრ ოლარებით, ბნელი ბრბოებით

და შენს მშვენიერს ტალღების გარდა 

ყველაფერს ვუცქერ ამაოებით.


და თუ გათავდა ნეტარი ყრმობა

მსურს, ვით დედასთან, შენთან მოვიდე 

რომ დამიბრუნდეს ჩემი ბავშობა 

და წლებს დაკარგულს არ ვიგლოვიდე.


ო, საყვარელო! კიდევ მწადიან 

შენი ტალღები, შენი ფაფარი. 

ჩემო ემბაზო, ჩემო გადია 

ეგ შენი კალთა გადამაფარე!


დაუდგრომელო! მე ისევ მინდა 

ვნახო უკვდავი შენი თარეში. 

ვიგემო შენი ძახილი წმინდა,

რომ გამოვფხიზლდე თვით სამარეში.

 

ლექსები ქუთაისზე • • •   პოეზია - ვალერიან გაფრინდაშვილი  • • • ვალერიან გაფრინდაშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen