კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 25 ნოემბერი 2026 00:31

 

ქუთაისში, კარგი იყო,

დავდიოდი ბაღის კიდეს,

ახლა გული როგორ მტკივა,

იმ წარსულის გადამკიდეს.


ყველაფერი უნდა ვკოცნო,

რაც ამ გულში დავიმკვიდრე

ჩავიდე და გავიარო,

სამუდამოდ წავალ ვიდრე.


ახლობლების საფლავებზე

იასამნის ისმის მცვრევა,

გულს გახეთქავს სინანული,

გულში აღარ ჩაეტევა.


წამოდექით, მომაწოდეთ

მხოლოდ ერთი ჭიქა ღვინო,

იმისთანა სიტყვა გითხრათ

არცერთს გული არ გატკინოთ.


რა სჯობია ცაცხვის შრიალს

და ტალღების ოხვრა-ბუბუნს,

შენი შუქი, მარგალიტო

გამირღვევდეს ოღონდ უკუნს.


ჭრიალებდა ძველი ძელი,

სიმღერად რომ მესმის ახლა,

ყველას სჯობდა ის ქალწული,

ჩემს სულში რომ ჩაესახლა.


ვოცნებობდი, ჩადიოდა

მზე წამწამებგადაშლილი,

მოგონებავ: რისთვის წუხხარ,

მოგონებავ, რისთვის სტირი.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen