კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 26 ნოემბერი 2026 05:32

 

გახარებული მე იმ დღეს ვნატრობ,

მე მინდა დავტკბე ნატვრის ახდომით,

იმერეთიდან ქართული ავტო,

რომ გაიჭრება ვეფხვის ნახტომით.


ხარ-ირემივით შეჰყვირებს ქუჩებს,

გაახალისებს ყველა მისიანს,

შეხედავს ბავშვი, შესძახებს უცებ:

- ქართული არი, ქუთაისია!


შეირხევიან და შეკრთებიან

გზებზე დაყრილი ალვის ჩრდილები,

წნელის ღობეებს მოაწყდებიან

თავსაფრიანი ქალიშვილები.


გაიწევიან განზე ტანფართოდ

ორღობეები დაღობილები,

ბერ-პაპა დინჯად ჩიბუხს გამართავს,

ჩაეღიმება კმაყოფილებით.


გახედავს გორებს, უგზოს სრულიად,

მერე კეთილი ფიქრი დაფარავს:

- რაც უნდა იყოს, იმერულია,

იქაც ააღწევს ჩვენი მანქანა!..


გახარებული მეც იმ დღეს ვნატრობ,

მინდა, რომ დავტკბე ნატვრის ახდომით,

იმერეთიდან ქართული ავტო

გამოიჭრება ვეფხვის ნახტომით.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ვახტანგ გოგოლაშვილი  • • •   ვახტანგ გოგოლაშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen