კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 26 ნოემბერი 2026 00:02

 

გულით მთელით,

სისხლით ცხელით,

შენი ძელქვის შტოცა ვარ და ფესვიც

მე ვარ მწუხრი,

მე ვარ ცრემლი

დედის საფლავს მიწერილი ლექსის.


მწამდა ლხინის, ჭირის სუფრა,

სუფრის თავში მე თამადა - ღმერთი,

შენი ჭირის ჭირისუფალს

სადღეგრძელო მომენატრა ერთი.


ვეღარ მოვისტუმრე ვალი

შემოდგომის ამდენ ღვთიურ ფერთა,

ავი კაცის ზნე და თვალი,

ავი ხელი აგაშოროს ღმერთმა.


ერთგული და ერთგულება

ერთ კოცონზე ღუზღუზებს და იწვის,

მსაჯული არ მეგულვება,

რომ გატეხვა არ შეეძლოს ფიცის.


სიმართლის ჯოხს გადახრიან

(უკვე ვფიქრობ ჩემს სათუო ბედზე),

და ცხელ ტყვიას დაგახლიან

ლექსის მერცხლად ამოსაფრენ მკერდზე.


წყალნი ვლიან,

ქარნი ქრიან,

შენ კი ლოდი მანამ უნდა ზიდო,

სანამ მიწას დაგაყრიან

შენი მონურ ერთგულების ჯილდოდ.


მორჩა წყენა, გულდათუთქვა,

ჰა, მოვიდა, მოეხეტა დაღლა,

ჩემს საფლავზე ქუთათურთა

დაე, აჩნდეს ნაბიჯების დამღა.


ჩემს საფლავთან ქუთათურთა,

სიტყვანი და სიმღერანი მესმას,

სხვა რა მწამდა...

სხვა რა მსურდა...

საფლავიდან ამოვფრინდე ლექსად.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen