კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 26 ნოემბერი 2026 05:41

 

ზეცის ლურჯი სურვილები

გულში ხატად გადადიან,

აქ მამია გურიელი

ესალმება ადამიანს.


რაც კი რამე აბადია -

მისხალ-მისხალ სულ თავისი...

აფრთიანებს ადამიანს

გაზაფხული ქუთაისის.


მესხიშვილის ბრძოლის ჟინი,

აღტკინება ცხრაას ხუთის,

ახსოვს როგორც მოლოდინი

და ნეტარი შვების წუთი.


მისი ნიჭის სალოცავი

გელათი და ბაგრატია,

გარჯის შუქი საოცარი

დღევანდელსაც არ აკლია.


არ აკლია კოლხიდური

მანქანა და არცა ბროლი,

არც სტუმარი მოხიბლული

ხათრიანი იმერლობით.


რაც კი რამე აბადია -

მისხალ-მისხალ სულ თავისი...

აქ იქნება, ადამიანს

არ უყვარდეს ქუთაისი.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen