კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
სამშაბათი, 24 ნოემბერი 2026 20:54

 

პირველი მოველ, პირველად გხედავ

ამ მწვერვალებსა, ამ მწვანე მდელოს,

რა წარმტაცია ყოველი ხედი,

რა მდიდარი ხარ, შენ, საქართველოვ!


წინ მანძილია ვრცელი, ულევი,

ვისწრაფვით, ვჩქარობთ, ქარივით მივქრით,

გზები მიხვეულ-მოხვეულები,

დაუნდობელი, ვით ქალის ფიქრი.


ამ ცივ კლდეების თითო ნატეხი

მშობლიურია, ჩემთვის ნაცნობი,

თითქოს ამ მთებში ამიდგამს ფეხი

და ბავშვობაში მეც აქ ვანცობდი.


ვნანობ, რომ ჩემი ცხოვრების გზები

ისე გავცვითე, ისე გავლიე,

თქვენზე არ ვწერდი ლექსებს აღგზნებით,

თქვენი ჩანჩქერი რომ ვერ დავლიე.


აჭარის მთებო! არ დამემდუროთ,

ჩემს დანაშაულს გამოვისყიდი,

ახლა მეც მიყვარს ცხოვრება მყუდრო

და მკვიდრი როგორც თამარის ხიდი.


აწყმო ძველ ნაშენს როდი დაანგრევს,

მოგონებაშიც ყველა აღსდგება,

და ძველი ციხე, ძველი სიმაგრე

ლექსის საძირკვლად გამომადგება.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - მარიჯანი  • • •   მარიჯანის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen