კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
სამშაბათი, 24 ნოემბერი 2026 21:07

 

წვიმს,

ხელთ მიპყრია

გალუმპული მიმოზის ტოტი,

მეთევზეების კატარღებით

ირწევა პორტი.


დასალიერი

უერთდება ნაცრისფერ ღრუბელს;

მწუხარე დღეა,

და სინესტით მევსება უბე.


მჩხვლეტს გულის კოვზი,

მღვრიე სევდა თანდათან მიტევს,

და თოლიები გვანან ცაში

ქაღალდის ჩიტებს...


აი, გამოჩნდა მოსახვევში

კუბო ახდილი, ‒

შავი ქოლგების პროცესიით,

წვიმით დახრილით.


და ერთხმად ჩართო საყვირები

ყველა კატარღამ

და ამცნო ქალაქს:

- რომ ზღვამ თავის კაცი დაკარგა!


...წვიმს,

პორტის გასწვრივ

მეთევზე კაცს მიასვენებენ...

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen