|
ჩემს ერთგულებას ეურჩებიო, გადავურჩები ვითომ ამ რისხვას?! რად მიატოვე ჩემი ქუჩები, დამდენიაო ცრემლის ღვარი ზღვად.
თავი ვერაფრით ვერ დავიმშვიდე, მართლა რაიმე უნდა ვიღონო, შენზე სიზმრები ვიდრე შემშლიდნენ,
დარეკა გულის კოვზზე ზარივით, განა არ მინდა, შენს ქუჩებში ვიხეტიალო, შენს მაგნოლიას ავეყუდო ღობის სარივით?!
რამდენჯერ შენკენ გამოვიწიე, იმდენჯერ ბალახ-ყვავილებმა, მე, ამ ბავშვებმა, ვერ წარმოიდგენ იმნაირი დღე დამაწიეს.
ახლაც თვალიდან ვერ მიშორებს იელ-ეკალი, მეტყვი კი ნეტავ უფრო მეტად ძვირფასს და ნეტარს?! - ჩემი ბედი და ბედისწერა ალბათ ეგ არის.
რაღაც უღმერთო წინათგრძნობით ფხიზლობს ცირცელი, თუკი შევძელი, ჩავაძინებ ამაღამ ამათ და მერე შენკენ გამოვირჩევი. |


