|
პატარაა წინანდალი, პატარაა იმდენად, ზოგჯერ ვფიქრობ, არ წალეკოს მდინარის ადიდებამ.
პატარაა იმდენად, ვშიშობ კიდეც, არ დაფაროს გაზაფხულის კვირტებმა.
გოგო მოდის, პატარაა იმდენად, ოღონდ ერთი გამომხედოს, სხვა არ მინდა დიდება.
პატარაო? რის პატარა - ზვარია და დიდია, გომბორია დიდია, ალაზანი დიდია, ეს გოგონაც - ჩემს სიყვარულს თუ დაიტევს - დიდია. |


