კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 25 ნოემბერი 2026 18:24

 

ფიქრობ, არ მახსოვს რტონი შენს ხეთა,

შენს შვილობაზე მითქვამს უარი,

რომ იშვიათად მოვდივარ შენთან

და თანაც ისე, როგორც სტუმარი.


ტყუილუბრალოდ ნუ გამიწყრები,

შენა ხარ ჩემი ოცნების დედა.

რა დავიწყება, რის დავიწყება,

ჩემი ფიქრები შენს მხრებზე სხედან.


დაისადგურეს მარადის სულში

შენმა ქარებმა, ხეთა რტოებმა.

მე მუდამ გიხმობ და ხელებს გიშვერ,

ვით სიყვარულის უსაზღვროებას.


რა ვქნა, თუ ხშირად ვერ მოვალ შენთან,

მაინც არა თქვა, რომ ვარ სტუმარი.

ჩემი გული ხარ და გულის ფეთქვა,

ჩემი ფიქრების ნავსაყუდარი.


შენ მეხატები ყოველთვის თვალწინ,

როცა უსაზღვრო სივრცეს გავცქერი.

მე შენი მთების სიმწვანე მაწვიმს,

ჩემშიც ხმაურობს შენი ჩანჩქერი.


შენი ფიქრები ჩემს ფიქრებს ერთვის,

შენი ქარები ჩემს მკერდს შეხლია.

ჩემთვის სულ სხვაა, სულ სხვაა ჩემთვის,

რაც სხვისთვის მხოლოდ ლაგოდეხია.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen