კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 26 ნოემბერი 2026 13:34

 

 

უღრანი ტყეებით დაფარულ იდის მთაგრეხილების კალთების ძირას ტროადის მეფეს პრიამოსს და მდინარის ღმერთის გრანიკის მშვენიერ ასულს ალექსიროეს შეეძინათ შვილი, რომელსაც აესაკოსი დაარქვეს სახელად.

უსაზღვროდ მოსიყვარულე დედა სათუთად ზრდიდა ახალშეძენილ ვაჟს. ალექსირეო დიდის ყურადღებით თვალყურს ადევნებდა აესაკოსის აღზრდას. აესაკოსი უკვე დავაჟკაცდა. დედის სიამაყე შვილს ქალაქის ბრწყინვალე ცხოვრება, სასახლის ფუფუნება და უდარდელი დროს ტარება არ მოსწონდა.

ამიტომ აესაკოსი უფრო სოფელსა და სოფლურ ცხოვრებას ეტანებოდა. თავმომწონე და ამაყი ყმაწვილის მუდამ სანატრელი - სოფელი და სოფლის ცხოვრება იყო, იგი სოფელს უფრო ეგუებოდა, სოფლური საქმიანობა უფრო უყვარდა, ვიდრე ქალაქში უსაქმოდ და უდარდელად ცხოვრება. სწორედ ამიტომაც იყო, რომ აესაკოსი იშვიათად ჩამოდიოდა ქალაქში, იშვიათად მონაწილეობდა ტროადელების ყრილობაში.

ახალგაზრდა აესაკოსს მთელი თავისი არსებით შეუყვარდა მდინარის ღმერთის კებრენის ასეული მშვენიერი ჰესპერეა, რომლის ღვთაებრივი ლამაზი სახე ჭაბუკს მოსვენებას არ აძლევდა.

სიყვარულით აგზნებული აესაკოსი მთელი თავისი არსებით ჰესპერეას ეკუთვნოდა, ჰესპერეასათვის ცოცხლობდა. ჰესპერეას ღვთაებრივი პირისახე ჭაბუკს მუდამ თვალწინ ედგა, იგი მის წინაშე ლოცულობდა და ნეტარების ცრემლებს აფრქვევდა.

ერთხელ სიყვარულით გატაცებულმა ჭაბუკმა დაინახა, რომ მშვენიერი ჰესპერეა მდინარის ნაპირას იჯდა, წელზე დაყრილ თმას ივარცხნიდა და მზეზე იშრობდა. აესაკოსი მიუახლოვდა მშვენიერ ნიმფას. ჰესპერეა შიშმა აიტანა, ელვის სისწრაფით მოსწყდა მდინარის ნაპირს და მიაშურა დაბურულ ტყეს.

მირბის ელვის სისწრაფით მშვენიერი ჰესპერეა, როგორც რუხი მგლისაგან შეშინებული ქურციკი, მიჰქრის მშვენიერი ნიმფა, როგორც ტბის ნაპირებს მოწყვეტილი გარეული იხვი, რომელსაც ქორი უკან ადევნებია დასაჭერად. მირბის ჰესპერეა, მოუშორებლათ თან მისდევს სიყვარულით აგზნებული ჭაბუკი აესაკოსი. ანაზდად ნიმფა ჰესპერეამ ბალახებში მიმალულ გველს ფეხი დაჰკრა.

შხამიანმა გველმა მშვენიერ ნიმფას ფეხზე უკბინა და საბრალო მყისვე სიცოცხლეს გამოასალმა. აესაკოსის მწუხარებას საზღვარი არა ჰქონდა. საბრალო ჭაბუკი თავზარდაცემული მხურვალედ გულში იკრავდა მშვენიერ ნიმფას გაცივებულ გვამს და გულამოსკვნით ქვითინებდა და ქვითინებდა. 

თვალცრემლიანი აესაკოსი საცოდავად თავს დაქვითინებდა გონებიდან განუყრელ საყვარელ არსებას და გულამოსკვნით ყოვლისშემძლე ღმერთებს ევედრებოდა: „მაღალო და ყოვლისშემძლე ღმერთებო! გევედრებით, გემუდარებით საცოდავსა და საბრალოს მომივლინოთ სიკვდილი! ჩემი სიცოცხლე განა სიცოცხლეა ჰესპერეას სიკვდილის შემდეგ! განა ჩემი გულწრფელი სიყვარული ასეთ მსხვერპლს მოითხოვდა!

სული მიწუხს, გული მიღონდება, როცა ჩემი ძვირფასი, ჩემი გონებიდან განუყრელი ჰესპერეას გაცივებულ გვამს თავს დავცქერი! ჩემო ძვირფასო, ჩემო ნაზო და ტკბილო ჰესპერეა! შენი ასე უდროოდ სიკვდილის მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ მე ვარ! ეს მწარე აზრი ყველგან და მარადის გულს მომიკლავს სულს აღმიშფოთებს, მთელს ჩემს არსებას მომიწამლავს!

ძვირფასი და საყვარელი ჰესპერეას სიკვდილის შემდეგ განა ჩემი ამქვეყნად ცხოვრება მოსახერეხებალი და შესაძლებელია! განა მე ღირსი ვიქნები დედამიწის ზურგზე ვიბოგინო, როცა ჩემი გონებიდან განუყრელი ძვირფასი ჰესპერეა შავ საფლავს ამოეფარება!

მაღალო და ყოვლისშემძლე ღმერთებო! კიდევ და კიდევ გულმხურვალედ გთხოვთ სიცოცხლე მომისპოთ, სამუდამოდ სიკვდილი მომივლინოთ! ერთადერთი სიკვდილი დაამშვიდებს ჩემს შეშფოთებულ სულსა და გულს!“

ამ ვედრების შემდეგ თვალცრემლიანი აესაკოსი მიუბრუნდა ჰესპერეას გაცივებულ გვამს და გულამოსკვნით დასტირა „ჩემო ნაზო, ჩემო კეთილო მეგობარო! შენთან ერთად მეც საფლავი უნდა გავითხარო და ჩემი საკუთარი სიცოცხლე შენი სახელის ხსოვნას უნდა შევწირო! შენთვის სიკვდილს ბედნიერებად ჩავთვლი, ჩემო ძვირფასო მეგობარო! მხოლოდ სიკვდილის ჟამსაც ერთხელ კიდევ ვინატრებდი, რომ ჩემს ობოლ საფლავს შენი ცრემლი ციურ საჩუქრად დასცემოდა! მაგრამ, ვაგლახ, რომ ეს ჩემი ნატვრა ოცნებაა!“

ამ სიტყვებთან ერთად აესაკოსი, ციცაბო კლდის მწვერვალზე ავიდა და თვალუწვდენელ სიმაღლიდან ზღვის ტალღებში პირქვე გადაეშვა.

თეტიდა ქალღმერთმა შეიბრალა საცოდავი აესაკოსი, შემოსა იგი ფრთებით და ამრიგად მოუსპო საშუალება ზღვის ტალღებში სიცოცხლეს გამოსალმებოდა. საბრალო ჭაბუკი ღელავს, შფოთავს, მრისხანებს, რომ სიცოცხლე ვერ შეწირა თავის ძვირფას და საყვარელ ჰესპერეას.

აესაკოსი კლდის მწვერვალიდან რამდენჯერმე გადეშვა ზღვის სიღრმეში თავის დასახრჩობად, მაგარმ საწადელს ვერ მიაღწია; ფრთებით შემოსილი კვლავ და კვლავ მიფრინავს იგი ზევით და იქედან მთელი ძალ-ღონით ვარდება ტალღებში, მაგრამ ფრთები ამსუბუქებს ვარდნას, და ამაოა ყოველი მისი ცდა გამოესალმოს სიცოცხლეს.

ფეხები, ცხვირი და კისერი უგრძელდება აესაკოსს, იგი ზღვის ფრინველად იქცევა, ზღვას აღარ სცილდება და მის ტალღებში ყურყუმალაობს.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen