ტანზანიის ყავის ისტორია მე-16 საუკუნით თარიღდება. ქვეყანაში არომატული რობუსტას მარცვლები ეთიოპიიდან შემოვიდა. მაშინ ყავას არ ადუღებდნენ და მხნეობისთვის მხოლოდ ღეჭავდნენ. ზოგი ტომი ყავის მარცვლებს ფულის ერთეულადაც კი იყენებდა.
მე -19 საუკუნეში გერმანიამ მოახდინა ტანზანიის კოლონიზაცია და ახალმა მთავრობამ სრული კონტროლი აიღო სოფლის მეურნეობის განვითარებაზე. გერმანელებმა ტანზანელებს აიძულეს შეემცირებინათ რობუსტას წარმოება არაბიკას სასარგებლოდ. წარმოებამ ზრდა დაიწყო და ზოგიერთმა ტანზანიურმა ტომმა ყავის წარმოება მთავარ საქმიანობად აქცია.
პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, ქვეყანაში ძალაუფლება ხელში აიღეს ინგლისელებმა. მათ ააშენეს რკინიგზა, გააუმჯობესეს კომუნიკაცია და ახალი სტიმული მისცეს ყავის ინდუსტრიის განვითარებას. 1925 წელს ადგილობრივი მცირე მწარმოებლების ინტერესების დასაცავად დაარსდა კილიმანჯაროს ადგილობრივ ფერმერთა ასოციაცია (KNPA).
ტანზანიამ 1963 წელს ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა და ახალმა მთავრობამ მიზნად ყავის წარმოების მინიმუმ გაორმაგება დაისახა. დაინერგა ფერმერთა კოოპერატივები, მაგრამ იდეამ არ გაამართლა, ხალხმა მასობრივად დაიწყო ყავის რეგიონების დატოვება და საქმიანობის სფეროს შეცვლა.
1976 წლისთვის ყავის ინდუსტრია იმდენად შემცირდა, რომ ქვეყანაში დარჩა მხოლოდ ორი მსხვილი კოოპერატივი დარჩა: მოშის (არაბიკა) და ბუკობას (რობუსტა) რეგიონებში. 1977 წელს კოოპერატივები დაიშალა და მოხდა ყავის წარმოების ნაციონალიზაცია.
ამჟამად ტანზანიაში ყავის წარმოების ორი ცენტრია, ერთ ცენტრში აწარმოებენ არაბიკას, ხოლო მეორეში რობუსტას.
არაბიკა გაშენებულია კილიმანჯაროს სამხრეთ ფერდობებზე, კენიის საზღვართან და სერენგეთის ეროვნულ პარკთან. არაბიკა ასევე იზრდება სამხრეთ ტანზანიაში, ნიასასა და ტანგანიკას ორ ტბას შორის.
რობუსტა კი მოჰყავთ ტანზანიის ჩრდილო-დასავლეთ რაიონში, ვიქტორიის ტბის დასავლეთით ბუკობას რაიონში. რობუსტას დამუშავებისა და ვაჭრობის ცენტრს წარმოადგენს ქალაქი ბუკობა.
არაბიკის საერთო მოსავლის უდიდესი ნაწილი მცირე მეურნეობებს მოჰყავთ, ყავის ხეების მზის პირდაპირი სხივებისგან დასაცავად, ყავის პლანტაციები ბანანის ხეების გვერდით არის გაშენებული.
ტანზანიის ეკონომიკა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ყავის წარმოებაზე: ექსპორტის 3.3% ყავაზე მოდის და თამბაქოს შემდეგ სიდიდით მეორე საექსპორტო პრიდუქციაა. ტანზანიაში 400 ათასზე მეტი ოჯახი დასაქმებულია ყავის ინდუსტრიაში. ძირითადი იმპორტიორი ქვეყნებია იაპონია, იტალია, აშშ, გერმანია.
ტანზანიის ყავის უმეტესი ნაწილი ორგანულად მიიჩნევა, თუმცა ეს ოფიციალურად არ არის დადასტურებული ყავის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ.
ყავის წარმოების თითქმის 90% მოდის მცირე ფერმერულ მეურნეობებზე, რომლებიც არ იყენებენ აგროქიმიურ სასუქებს, რადგან უბრალოდ არა აქვთ ამის საშუალება.
ტანზანიაში არაბიკას სველი მეთოდით ამუშავებენ. ტანზანიური ყავა გამოირჩევა ბალანსირებული მჟავიანობით, რომელიც წააგავს და არაფრით ჩამოუვარდება კენიურ ყავას. სამხრეთ ტანზანიის ყავას ახასიათებს ნაკლებად მჟავიანობა.
ბოტანიკური სახეობებიდან ტანზანიაში ყველაზე გავრცელებულია სამი ყავის ჯიში: კენტი, ტიპიკა და ბურბონის ქვესახეობა - ე.წ „ფრანგული მისია“.
კოლონიურმა წარსულმა ტანზანიას ბრიტანული ყავის კლასიფიკაციის მემკვიდრეობა დაუტოვა. ზომის, ფორმისა და ხარისხის მიხედვით, ყველა მარცვალი იყოფა შემდეგ ტიპებად (საუკეთესოდან ყველაზე ცუდი): AA, A, B, PB, C, E, F, AF, TT, UG, TEX.
ცნობილი ტანზანიური ყავაა - Tanzania AA Coffee. Fresh Roasted LLC Tanzanian Peaberry და სხვა...


