ქვეყანაში ყავა დიდი ხნის წინათ, კენიიდან შეიტანეს. დარგმა სწრაფად დაიწყო განვითარება და მალე მიიპყრო კოფემანების ყურადღება მთელი მსოფლიოდან.
სამხრეთ აფრიკული ყავა თავისებურად უნიკალურია. მიუხედავად დიდი ტერიტორიებისა, ყავა ყველგან არ მოდის და მისი გაშენებისთვის აუცილებელი პირობები არის მხოლოდ ქვეყნის სამხრეთით მდებარე მაღალმთიან მყუდრო რეგიონებში - ზიბაბვესთან და ბოტსვანას საზღვრებთან ახლოს.
სამხრეთ აფრიკის სხვა რაიონებში ყავის პლანტაციების პოვნა პრაქტიკულად შეუძლებელია. გამონაკლისს წარმოადგენს რომელიმე ფერმაში გახარებული ყავის ბუჩქები, რომელიც მფლობელს საკუთარი საჭიროებისთვის მოჰყავს.
სამხრეთ აფრიკას, სტაბილური ეკონომიკური მდგომარეობა და ფინანსური სიტუაცია საშუალებას აძლევს წაახალისოს ყავის წარმოების ზრდა, მაგრამ ქვეყნის ნიადაგები მწირია ყავს მოსაყვანად, ხოლო კლიმატი ძალიან მშრალი, რაც ართულებს წარმოების განვითარებას.
მიუხედავად იმისა, რომ ყავის გაშენებისთვის ვარგისია ქვეყნის ტერიტორიის მხოლოდ 15%, მისი გამოყენება ხდება მაქსიმალური ეფექტურობით. ყავის გაშენების, გადამუშავების და მსოფლიო ბაზარზე მიწოდებისთვის, ადგილობრივი მაცხოვრებლები მაქსიმალური მზრუნველობით ეპყრობიან მიწას და ყავის კულტურებს.
სამხრეთ აფრიკაში გავრცელებულია ეროზიული პროცესები, რომლებიც ანადგურებენ ნიადაგებს. ამან უბიძგა ადგილობრივი მოსახლეობას შექმნა და განეხორციელებინა პროდუქტიული სასოფლო-სამეურნეო ინოვაციები. ამის წყალობით, აფრიკელებმა შეძლეს ბუნებრივ კატაკლიზმებთან გამკლავება.
დღესდღეობით, სამხრეთ აფრიკა მსოფლიო ბაზარზე 140-ზე მეტი სახეობის ხილის ექსპორტიორია. ადგილობრივი მოსახლეობისთვის ასე საყვარელი ბუნებრივი ყავა აკმაყოფილებს შიდა ბაზრის მოთხოვნილებას, მაგრამ ექსპორტზე გასატანად არც ისე ბევრი რჩება.
სამხრთ აფრიკაში, მოსახლეობის ფართო მასებში, უფრო და უფრო პოპულარული ხდება ხსნადი ყავა. იგი ადგილობრივ მაცხოვრებლებს უპირველეს ყოვლისა, იზიდავს დაბალი ფასითა და მარტივი ხელმისაწვდომობით. ამის გამო, შეიმჩნევა მათალი ხარისხის ყავის მარცვლების და პრემიუმ კლასის ხსნადი ყავის წარმოების ტენდენცია, რომელსაც ახასიათებს შესანიშნავი გემო და არომატი.
სამხრეთ აფრიკაში, არის მხარე (ზოგი მოიხსენიებს როგორც სოფელს), რომელიც ქალაქ დურბანიდან 250 კმ-ის მოშორებით მდებაროებს და ყავის საპატივცემულოდ ატარებს სახელს - Coffee Bay („ყავის ყურე“).
ეს არის საოცარი ადგილი, სადაც ცხოვრობს მხოლოდ 600 ადამიანი და სადამდეც მიღწევა ძალიან ძნელია, თუმცა ეს ამად ღირს, რადგან მიზანდასახული მნახველების თვალწინ იშლება ველური, ულამაზესი ბუნება, უკიდეგანო ზღვა, უზარმაზარი ველური პლაჟები, ყვითელი ლენტით შემოსაზღვრული ცისფრად მოლივლივე წყალი და გიგანტური პალმები.
გარდა ამისა, Coffee Bay-ში, დილით ადრე, იმისათვის რომ მოესწროს საუზმისთვის, ზურმუხტისფერ სანაპიროზე იჭერენ და შესანიშნავად ამზადებენ ხამანწკებს, რომელსაც მიირთმევენ არომატულ, დიდებულად მოდუღებულ სამხრეთ ფრიკულ ყავასთან ერთად.
სამხრეთ აფრიკაში უყვართ ყავა, ამიტომ კეიპტაუნში რეგულარულად ეწყობა ყავის ფესტივლები, სადაც ყავის მომზადების ხელოვნებას აჩვენებენ ქვეყნის საუკეთესო ბარმენები და ბარისტები.
ქვეყანაში მოყვანილი ნატურალური ყავა, რომელიც ასე უყვართ ადგილობრივ მოქალაქეებს, აკმაყოფილებს მხოლოდ სამხრეთ აფრიკის ბაზარს, ექსპორტისთვის კი პროდუქტის რაოდენობა რჩება ძალიან მცირე.
სამხრეთ აფრიკული ყავის ცნობილი ბრენდებია: Crown Coffee, Beaver Creek Coffee Estate, Sabie Valley Coffee, Bean There.


