|
დღეს დავლევ რამეს, შემდეგ ათივეს დავარღვევ მცნებას. გავათევ ღამეს, კახპებს შევასხამ... ხოტბას და ქებას.
მე ვერსად მნახავთ, ვერ მნახავთ დაღლილს. ვიცინებ მარად, რომ გავიხსენებ ცხოვრებას განვლილს.
დავცინებ ყველას და ცილს დავწამებ. ვიქნები მკაცრი - დავტოვებ ჩემსას, სხვის ცოლს ვაწამებ.
საკმარისია, რაც მე ჩაის ვსვამ. მიფრთხილდეს ყველა, დღეს იმდენს დავლევ, იმდენს ჩავისხამ...
და მათ დავსვავ სწორედ მშობლებად, იმ გზას ავირჩევ წმინდანთა გზას რომ ძლიერ შორდება.
რაც გააჩნია, რაც უშოვია. ხარხარი მომკლავს, რისთის გარჯილა, რად უშრომია?
- ჯერ ცხოვრებაში, რომ არ გსმენიათ. მოგისპობთ იმედს, რომ მომავალი თითქოს თქვენია.
სუსტს როცა სცემენ ოცნი, ომახით. რად მინდა ბრინჯი, რომელი მარხვა? - ხორცი მომართვით!
ვისაც ვუყვარვარ და ვენატრები. ვიქცევი წვიმად, რომ ჩამოვრეცხო მათი ნატვრები...
როგორ დასრულდა ეს ჩემი ბოდვა, ბევრი მითმინეთ და გამიძელით, გთხოვთ კიდევ ოდნავ:
დავლოცე დედა, ძმები, ბებია. ვიმღერე ბევრი და კიდევ კარგი ჩამძინებია. |
| პოეზიის გვერდი • • • |


