კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
სამშაბათი, 24 ნოემბერი 2026 02:08

 

 

ნუ სვამო, მითხრეს: "აზარტი დათმე

და დაანებე თავი ამ ქალებს.

სარგებლიანი აკეთე საქმე

- აღარ დაიდებ ამხელა ვალებს."


... "იყავი მშვიდად, ამდენს რას ფიქრობ?

უნდა იცხოვრო დღით დღევანდელით!

სულელურ აზრებს, რატომ ვერ იქრობ?..

და იხიბლები რაღაც ფანტელით".


"ბავშვი აღარ ხარ! რა ფანტელები?

ცაში რად ეძებ სიამოვნებას?

უნდა აიღო შენ განტელები

და ხელი მიჰყო ჯანსაღ ცხოვრებას."


"მოეშვი მუდამ სხვის დარდზე ფიქრებს,

არ დაილევა სათნო სათნოზე.

ხომ ხედავ გივი ძალ-ღონეს იკრებს,

უკვე გადადის მსხვილ საწარმოზე."


მართლა ასეთი თუ გინდათ ვიყო,

გამოვიცვალო ცხოვრების წესი,

რაში გჭირდებათ მაშინ თქვენ ნიკო?

როგორღა ვწერო მითხარით ლექსი?

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ნიკო გომელაური  • • •   ნიკო გომელაურის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen