კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 26 ნოემბერი 2026 16:18

 

 

აქ ჯიოკონდა არის მწვერვალი,

მას უსმენს მხეცთა კრებული დინჯი

და დიაკვანი გასაკვირველი

ადის და-ვინჩი.


ეს ლოცვა არის, ალბათ მეშვიდე,

ეტრფიან მხეცნი დასახულ მიზანს,

და აზიარებს თავის პეშვიდან,

მათ მონა-ლიზა.


როს გათავდება წირვა ფარული,

დაიშლებიან მხეცები მარდად

დარჩება ვეფხვი ლეგენდარული

და ლეონარდო.


ის ჩუმად ხატავს თავის მადონას,

ხატავს მესამე.

იშლება ჭერი ცის კაბადონად

და უფსკრულ ღამეთ.


ზის ქალის ფეხთქვეშ ვეფხვი მდუმარე,

და სამასი წლის ღიმი ნორჩია.

თავის ამალით მოვა სტუმარი - 

ცეზარ ბორჯია.


პოეზიის გვერდი • • •   პოეზია - ვალერიან გაფრინდაშვილი  • • • ვალერიან გაფრინდაშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen