კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
სამშაბათი, 24 ნოემბერი 2026 02:44

 

მთარგმნელი: ალექსანდრე ელერდაშვილი

 

ვფიცავ შენს სულს, რომ ჩვენი მფარველი

თავად განგება როცა მგონია,

ჩემს სურვილს ზეცას ვუმხელ და მე ეს

შენს სიკეთეზე ლოცვა მგონია.

წარღვნად მიჩნს ჩემი ცრემლი ეული,

რადგან ტრფობა მაქვს მკერდზე ჭდეული,

აქიდან მისი წაშლის სურვილი

ფუჭად მოცლილთა მოცლა, მგონია.

ამ ჩემს გაბზარულ გულს თუ მოიგებ,

მრავალ სარგებელს ერთად მოირგებ, -

გაუბზარავზე მეტი ფასი აქვს

მას ათასად და ოცად... მგონია,

ჯინჭველის სიტყვა ვეზირსაც სწვდება,

მასში სიმართლე თუ მყარად ჩნდება,

სიმართლის განცდას ვინც კარგავს, შვება

თუ ძებნა, ფუჭად მოცდა, მგონია.

ფეხს სასიკვდილო ბილიკზე დავდგამ,

სატრფოს თუ ეჭვით შევხედე, რადგან

წუთისოფელმა მე სიყვარული

სამარადისოდ მომცა, მგონია.

სულში სიწრფელე ფრთებს თუ არ ისხამს,

პირშავი ხვდები წყვდიადს თუ სისხამს;

მზე ჩემთვის შენმა ღიმილმა შობა,

მის მშობლად ცაც და დროც არ მგონია.

შენგან სიბრალულს რომ აღარ ველი,

ბინად რომ მექცა ველური ველი,

მომავლის იმედს ამითღა ვშველი,

ჩემს სამოსახლოდ რომ ცა მგონია.

სჯობს განიშორო, ჰაფეზ, შენ დარდი,

ბაღს ნუ სჯი, იქ თუ ვერ ჰპოვე ვარდი...

თანაგრძნობას თუ ელი, ამაო

მოლოდინი და მოცდა მგონია.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ჰაფეზი  • • •   ჰაფეზის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen