|
ჩამოდგა ღამე დუმილით სავსე - ჩემი ვედრების დამტევი თასი. იწყებენ გაშლას ფურცლები ვარდის, თვლემენ ვენახში მტევნები ვაზის.
ნიავი მაკრთობს, არ მეძინება. იდუმალება ვით ლოცვა ქვეყნის, იწყებს ჩემს სულში მწყობრად დინებას!
ყველგან, ო, ყველგან ჰყვავის ნიავი! არ მსურს მან ვინმეს გადასცეს ფიქრი, ეს მაჯისცემა, წვა თუ სიამე!
ჩემი ვედრების უძირო თასი! იწყებენ გაშლას ფურცლები ვარდის, თვლემენ ვენახში მტევნები ვაზის.
თავის გულისთქმას მე ღამე მანდობს, ნიავი მაკრთობს, არ მეძინება. იდუმალება, ვით ლოცვა ქვეყნის იწყებს ჩემს სულში მწყობრად დინებას...
რაღაც ჩვენება, ზეციური, ჩემს წინ ჩნდება, ჩემს წინ ინთება! ის, ხელუხლები ხორცშეუსხმელი, ბრწყინავი მზისებრ, ჩნდება, ქრება და... კვლავ მევლინება!
გაივლის წამი, კიდევ წუთი, და მერე ისევ, ო, ისევ, ისევ უხილავ ცრემლთა, დაფარულ ცრემლთა მწვავე ცეცხლი, დამდაგველი, ნეტარებად გულს ეფინება! |
| პოეზიის გვერდი • • • |


