|
(დავით გურამიშვილს)
„ფუ, შენ ცრუო საწუთროვო; რად არ მძულდი, რად მიყვარდი!“ დ. გურამიშვილი
მე შენი წიგნი სასთუმალს მიდევს და ვით დიადი განძი ფარული,‒ ყრმობიდან გულში ღამეებს ითევს შენდამი გრძნობა დიდ სიყვარულის.
ხალისმა გული გამიმზიანა, თითქოს ღიმილით ცამ გადმომხედა, შენს უკვდავ სიბრძნეს მეც მაზიარა.
მწვავს შენი ლექსი ცრემლით ნამული, გმირი ვერ გძლია ქარ-ყინვის სუსხმა, ვერ მოჰკლა შენში ტრფობა მამულის.
და გიმძაფრებდა გულის იარას, რამდენჯერ რისხვით გადაგიარა მძაფრმა გრიგალმა და ვერ გაგსრისა; ვერ მოჰკლა შენში ხმა სიმართლისა, გოდება სულის აცახცახებით ‒ შობილი ქვეყნის გაპარტახებით.
და შენი მოთქმა-ქვითინი მზარავს, ვჭვრეტ საქართველოს, ქედუხრელ მუხას, რტოებ დალეწილს, ქმნილს იავარად. ქართული მიწის უკვდავო ნერგო, ო, რა წამება ბედისგან გერგო!
როგორც ყვავილზე დაღვრილი ნამი, მარგალიტია ‒ ცრემლი კი არა სულში რომ ტოკავს ნაზი კაშკაშით. გკითხულობ, ცეცხლი მედება გულზე, ხელაპყრობით მდგომ შენს ლანდს რომ ვუმზერ!
იბრძოდი ბედთან შეურიგალი, ქედს ვერ გიხრიდა მძაფრი გრიგალი, ქართულ გენიის უკვდავო ნერგო, რა მწარე ხვედრი ბედისგან გერგო!
მკერდში ჩაგიკრა, გაგითბო გული, ქართული ჰანგის უკვდავო ფესვო, შენმა მზემ სივრცე ააკაშკაშა, სულო წრფელო და უსპეტაკესო, მამად გიწამეს აკაკიმ, ვაჟამ.
და შეგიყვარა მგოსანი ბრძენი, იქ, სად დაირწა შენი აკვანი, ძეგლად აღმართა ხატება შენი!
სივრცეებს გასწვდა შენი სახელი! |


