|
შენ ემართლები მიმქრალ სახეებს, შემოდგომისა მზეო მზიანო, რისთვის მაგონებ გადამწვარ დღეებს, მწუხარე ფორტე, ნელო პიანო?
შხამით და გესლით დამიზიანო? აღარ ეტყობა რტოებს რტოობა, მწუხარე ფორტე, ნელო პიანო.
დღევ ლილიანო, ცა ლილიანო. რად მომიკალი სარწმუნოება, მწუხარე ფორტე, ნელო პიანო?
რომ დაისრებად მოვალს დიანა. დიანა, ისევ მაწუხებს ეხლა მწუხარე ფორტე, ნელი პიანო? |


