|
გაუმარჯოს: მე ბევრს ვიცნობ კაი-კაი ბიძებს, ბიძა ვიცი: ჭიანჭველას ფეხს არ დააბიჯებს. ბიძა ვიცი: თუშურ ხინკალს ურჩევნია პიცა, რაკი თვითონ ბიძაა და არ სჭირდება ბიძა.
მაგრამ ტატომ ბიძის სული ვერკი დაიფიცა. შენ სხვა გყავდა: ნამეტანზე ნამეტანი ბიძა: აქეთ თოვლი ირიბი და იქით - ირიბი ცა.
ერთი იყო, ვერ შეეხო მრავლობითი რიცხვი. აქეთ ეიმედებოდი თითქოს ანუ თითქმის, ბიძა დავიწყებოდაო - მხოლოდ ჩვენზე ითქმის.
და მე მოვებოდიშები დავიწყებულ ბიძებს, რადგან ისე განსხვავდება, როგორც ცა და მიწა, შენი - ნამეტანი შენი - ნამეტანი ბიძა. |
| პოეზიის გვერდი • • • |


