კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 25 ნოემბერი 2026 21:13

 

 

მე ბნელ ტაძარში შევდივარ კრძალვით,

წავიჩურჩულებ უბრალოდ ლოცვას,

ველი ხატებას მშვენიერ ქალის,

ბნელში სანთლები ციმციმებს როცა.


კარის ჭრიალი შემაკრთობს მყისვე,

მაღალ სვეტების ჩრდილი ვარდება

და შემომყურებს თვალებში ისევ

მხოლოდ სიზმარი, მისი ხატება.


ო, შევეჩვიე საოცარ სამოსს

ციურ მეუღლის, ღვთაებრივ ქალის,

მაღლა, კარნიზზე გაქცევას ლამობს

მისი სიზმარი, ღიმილი მკრთალი.


თრთიან სანთლები ფრთაშერუჯული,

ო, უწმინდესო, ახარებ მზერას,

არ მესმის შენი სუნთქვა, ჩურჩული,

მაგრამ, ძვირფასო, შენა ხარ, მჯერა.

 

მთარგმნელი: გივი ალხაზიშვილი

 

*******

 

მე ჩაბნელებულ ტაძარში შევალ,

ლოცვას ვასრულებ სანთლის ფერებით.

იქ ველოდები ლამაზ ქალბატონს

წითელ ციმციმში წყნარ კანდელების.


ჟრჟოლა ამიტანს, როცა მომესმის

სვეტების ჩრდილში კარის ჭრიალი,

მაგრამ შემყურებს მხოლოდ სიზმარი,

ისე ვით ხატი თვალსხივიანი.


მე შევეჩვიე სამოსს, რომელსაც

ატარებს ლანდი მარადქალური.

გადარბის მაღალ ლავგარდანებზე

ღიმი, ზღაპრული ნიავქარული.


როგორ საამოდ ბრწყინავს სანთლები

და გასახარი შენი მშვენება,

თუმც არ მომესმის სუნთქვა და სიტყვა,

მე შენი სახე მომეჩვენება.

 

მთარგმნელი: სოსო სიგუა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen