|
მე არ ვარ გმირი, ცეცხლში ბრძოლების ბედი მწყალობს და სიკვდილს ახელებს. არდაბრუნება არ მეძნელება, უფრო ძნელია თქვენზე წუხილი,
იყო პირველი, იყო უთქმელი, რომ მოპარული, რომ დაფარული არ ჰგავდა სხვისას ალერსი თქვენი,
იყო მხურვალე, ვიდრე ვიცოდი, რომ გრძნობა ჩემი მძაფრი და მკვეთრი სხვასთან ამგვარად ვერ დაიწვოდა!..
სისხლიან ჩრდილში მწვავე ბრძოლების, თქვენ მაგონდებით, როგორც იმედი წარსულთა დღეთა განმეორების. |
| პოეზიის გვერდი • • • |


