კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 26 ნოემბერი 2026 07:53

 

ლურჯ კაბაში ციხისძირი

ალაგ მწვანე, წითელია

და ბებერი ციხის ძირი

ფეხშიშველა მითელია.


მიმოზებთან მიცინია,

ფორთოხლები მირხევია

ბალახებზე მიძინია,

ღამე თეთრად მითევია.


და ის გოგო თვალხატულა

ახლაც ყველას მირჩევნია.

არ ვიცი სად გაპარულა,

სულში ცეცხლის ჩინჩხლებია.


აქ გაფრინდა ჩემი ყრმობა

ბავშვობა და შოშიობა,

პეპლობა და ყვავილობა,

ზღვასავით რომ მოშხიოდა.


რაღა ვუყო ამ ჭაღარას,

ოცნებები ინთქმებიან

და ბებერი პეტრას ციხე

ასე ვეღარ მითელია...


დრო სად იყო უქმად დგომის,

სიმღერებად დავწვი სული.

სიო დაქრის შემოდგომის

და ძირს უთხრის ყველა სურვილს.


სიბერეს და სიკვდილს შუა

ვდგავარ, როგორც კლდეზე მუხა.

შავთვალებამ მომატყუა,

სიყვარულზე ამად ვქუხვარ.


თუ ვინმემ თქვას მასზე ძვირი

გულში სევდად მიმრჩენია.

ვმღერი: ჩემი ციხისძირი

ყველა ბაღდადს მირჩევნია.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen